მშვენიერი ბავშვობა მქონდა,ძირითადად ბავშვობა გატარებული მაქვს ტყიბულსა და რაჭის ერთ-ერთ ლამაზ სოფელში ქვედა თლუღში. არდადეგებს მუდამ რაჭაში ვატარებდით ეს დღეები ჩემთვის დღემდე დაუვიწყარია.
Saturday, August 17, 2013
Thursday, August 15, 2013
ოკრიბული დიალექტი
1.პროექტის სახელწოდება:
ოკრიბული დიალექტი
2.პროექტის
მთავარი იდეა (თემა)1-2წინადადებით: ჩვენ
ვცხოვრობთ იმერეთის შემადგენელ ერთ პატარა კუთხეში, ოკრიბაში. ოკრიბელებს აქვთ მათთვის
დამახასიათებელი დიალექტი, რომელიც განსაკუთრებით იგრძნობა ტყიბულის რაიონის სოფლებში.
ამიტომ მოსწავლეებს დავავალებ მოიძიონ და შეაგროვონ ოკრიბული დიალექტის მასალები.
3.პროექტის
აქტუალობა: მოსწავლეები იმოგზაურებენ ოკრიბის სოფლებში,გამოუმუშავდებათ უფროსებისაგან
დამოუკიდებლად მუშაობის უნარ-ჩვევები, ინტერესი გაუჩდებათ ოკრიბული ტრადიციებისადმი.
4.პროექტის
მიზნები:ოკრიბის დიალექტური სიტყვებისა და გამოთქმების მოძიება, დალაგება ლექსიკონის
შედგენა
5.მონაწილეთა
ასაკი: მე-10 კლასის მოსწავლეები
6.ვადები/ ხანგრძლივობა:
ორი კვირა
7.მოსალოდნელი
შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
შეიქმნება დიალექტიკური ლექსიკონი, ფოტოალბომი, ვიდეოფილმი.
8.პროექტისათვის
საჭირო ძირითადი რესურსები: ადამიანური
რესურსი, ტრანსპორტი,
ფოტოაპარატი, ვიდეო კამერა, კომპიუტერი,პრინტერი, ქსეროქსი,ინტერნეტი.
9.პროექტის
მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): მოსწავლეებს
გავაცნობ პროექტის გეგმას, დავავალებ ერთი კვირის მანძილზე მოიპოვონ ოკრიბული დიალექტის
მასალები.ერთი კვირა გამოიყენონ ლექსიკონზე
სამუშაოდ, მოიყვანონ წესრიგში ფოტო და ვიდეომასალა,დანიშნონ პრეზენტაცია
10.საგნებთან/საგნობრივ
ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.
11.პროექტის
ხელმძღვანელი: მანანა გოცირიძე
13. .ხელმძღვანელის
ბლოგი:
mgociridze6blogspot.com
Wednesday, August 14, 2013
მანანა გოცირიძე
მე,მანანა გოცირიძე, დავიბადე 1957 წლის 7 აგვისტოს ქალაქ ტყიბულში, დავამთავრე ქალაქ ტყიბულის 1-ლი საშუალო სკოლა 1974 წელს,1978წელს ჩავაბარე მისაღები გამოცდები ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე,1983 წლიდან დღემდე ვმუშაობ მე-7 საჯარო სკოლაში. მყავს ქალ-ვაჟი, ორივე დაოჯახებული.
Subscribe to:
Posts (Atom)