1.პროექტის სახელწოდება:
ოკრიბული დიალექტი
2.პროექტის
მთავარი იდეა (თემა)1-2წინადადებით: ჩვენ
ვცხოვრობთ იმერეთის შემადგენელ ერთ პატარა კუთხეში, ოკრიბაში. ოკრიბელებს აქვთ მათთვის
დამახასიათებელი დიალექტი, რომელიც განსაკუთრებით იგრძნობა ტყიბულის რაიონის სოფლებში.
ამიტომ მოსწავლეებს დავავალებ მოიძიონ და შეაგროვონ ოკრიბული დიალექტის მასალები.
3.პროექტის
აქტუალობა: მოსწავლეები იმოგზაურებენ ოკრიბის სოფლებში,გამოუმუშავდებათ უფროსებისაგან
დამოუკიდებლად მუშაობის უნარ-ჩვევები, ინტერესი გაუჩდებათ ოკრიბული ტრადიციებისადმი.
4.პროექტის
მიზნები:ოკრიბის დიალექტური სიტყვებისა და გამოთქმების მოძიება, დალაგება ლექსიკონის
შედგენა
5.მონაწილეთა
ასაკი: მე-10 კლასის მოსწავლეები
6.ვადები/ ხანგრძლივობა:
ორი კვირა
7.მოსალოდნელი
შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
შეიქმნება დიალექტიკური ლექსიკონი, ფოტოალბომი, ვიდეოფილმი.
8.პროექტისათვის
საჭირო ძირითადი რესურსები: ადამიანური
რესურსი, ტრანსპორტი,
ფოტოაპარატი, ვიდეო კამერა, კომპიუტერი,პრინტერი, ქსეროქსი,ინტერნეტი.
9.პროექტის
მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): მოსწავლეებს
გავაცნობ პროექტის გეგმას, დავავალებ ერთი კვირის მანძილზე მოიპოვონ ოკრიბული დიალექტის
მასალები.ერთი კვირა გამოიყენონ ლექსიკონზე
სამუშაოდ, მოიყვანონ წესრიგში ფოტო და ვიდეომასალა,დანიშნონ პრეზენტაცია
10.საგნებთან/საგნობრივ
ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.
11.პროექტის
ხელმძღვანელი: მანანა გოცირიძე
13. .ხელმძღვანელის
ბლოგი:
mgociridze6blogspot.com
No comments:
Post a Comment